თავდასხმა საჯარო სკოლის თანამშრომელზე - ფიქრია ეპიტაშვილი ამბობს, რომ უცნობმა პირმა სახის არეში დაზიანებები მიაყენა

11.12.24 18:44
თავდასხმა საჯარო სკოლის თანამშრომელზე - ფიქრია ეპიტაშვილი ამბობს, რომ უცნობმა პირმა სახის არეში დაზიანებები მიაყენა

თავდასხმა საჯარო სკოლის თანამშრომელზე - ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების საინფორმაციო მენეჯერი ამბობს, რომ მას უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. 

შემთვევა დღეს, 11 დეკემბერს, დაბა კაზრეთში მოხდა.

ფიქრია ეპიტაშვილი "პირველებთან" ინტერვიუში ყვება, რომ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე შავებში ჩაცმული ადამიანი უკნიდან მიეპარა და სახის არეში სამართებლით ჭრილობა მიაყენა.

დაშავებულის განცხადებით, თავდასხმის მომენტში უცნობი პირი მის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდა - "მეუბნებოდა, გა**ვი შენს საყვარელ ევროპაში შენნაირ აგენტებთან და პიდარასტებთან".

საჯარო სკოლის თანამშრომელი მომხდარს მისივე გაცხადებულ სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს - "ყველგან ხმამაღლა ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას და შეხედულებებს".

მივდიოდი სამსახურში, უკანა მხრიდან ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო. ყურსასმენი მოვიხსენი და შევტრიალდი, რა დროსაც შავებში ჩაცმულმა, ქუდი ეფარა, წარმოიღო ხელი და სამართებელი დამისვა სახეზე, ლოყაზე, სიტყვებით - გა**ვი შენ საყვარელ ევროპაში შენნაირ აგენტებთან და პიდარასტებთან.

ამ დროს სამართებელი გამოვგლიჯე, რის გამოც ხელზეც მაქვს ჭრილობა. ჯიკაობაში წავიქეცი, ეს ადამიანი წაიქცა. გარშემო არავინ არ იყო. ავდექი, ჩავედი კიბეებზე და მოქალაქეებმა დამინახეს. თავად დავრეკე 112-ში, გამოვიძახე სასწრაფო და პოლიცია. მოვიდნენ. ნაკერები არ მჭირდა, ზედაპირული არისო, თუმცა სახვევები დამადეს. ახლა მივდივარ განყოფილებაში ჩვენების მისაცემად. ამ ადამიანს არ ვიცნობ, არ ვიცი ვინ არის", - ამბობს ფიქრია ეპიტაშვილი.