თბილისის მეტროში გამოჩენილი "ტიტუშკები" აქციაზე მივიდნენ - პოლიციამ ნიღბიანები, სავარაუდოდ, განარიდა

16.12.24 21:20
თბილისის მეტროში გამოჩენილი "ტიტუშკები" აქციაზე მივიდნენ - პოლიციამ ნიღბიანები, სავარაუდოდ, განარიდა

თბილისის მეტროში გამოჩენილი ე.წ. ტიტუშკები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ - ნიღბიანი პირები ევროპული მომავლის მცველების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ და მათ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. 

თავდაპირველად, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მობილიზებულ საპატრულო პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია, თუმცა უცხო პირების დაკავების შესახებ ხალხის შეძახილებისა და პროტესტის ფონზე, სამართალდამცველებმა ნიღბიანები ადგილიდან, სავარაუდოდ, განარიდეს. 

კადრებში, რომელიც "ტვ პირველმა" გადაიღო, არ ჩანს, რომ საპატრულო პოლიცია "ტიტუშკებს" ბორკილებს ადებს. ვიდეომასალით ირკვევა, რომ შსს-ს თანამშრომლები ნიღბიანებს მანქანაში სვამენ და ტერიტორიიდან გაყავთ.

"პირველების" კითხვაზე, სამართალდამცველებმა ნიღბიანი პირები დააკავეს თუ განარიდეს, პოლიცია დუმს. 

მსგავსი სიახლეები