"იმედი" რუსული პროპაგანდის იარაღია''- "sky news" სტატიას აქვეყნებს

16.12.24 21:51
"იმედი" რუსული პროპაგანდის იარაღია''-  "sky news" სტატიას აქვეყნებს

"ტელეკომპანია იმედი რუსული პროპაგანდის იარაღია" - ამ სათაურით სტატიას "sky news" აქვეყნებს.

ტელეკომპანიას ინტერვიუ ლეიბორისტული პარტიის დეპუტატმა, ბლერ მაკ-დუგალმა მისცა, სადაც საგარეო კომიტეტის წევრი ამბობს, რომ საქართველოს უდიდესი ტელეარხი "ქართული ოცნების" გულშემატკივარია.

ბლერ მაკ-დუგალი იმასაც აცხადებს, რომ "იმედი" ძალადობას ახალისებს და ქვეყანაში კანონის უზენაესობის განადგურებას მხარს უჭერს.

ტელეკომპანია, რომელიც არის ხელისუფლების პროპაგანდის იარაღი, ოპერირებს ლონდონში. არსებობს ტელეკომპანია, რომელსაც ჰქვია ''იმედი'', ის ახალისებს ძალადობას პროტესტანტების წინააღმდეგ. ადამიანები, რომლებიც ჩართულნი არიან და მხარს უჭერენ კანონის უზენაესობის განადგურებას საკუთარ ქვეყანაში, თავად საკუთარი ოჯახებისთვის ირჩევენ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ადამიანის უფლების იცავენ, სადაც იციან, რომ სათანადო იურიდიული პროცესი ჩატარდება. არსებობ ტელევიზია, რომელიც ფლობენ და მართავენ ლონდონიდან'', - ამბობს ბლერ მაკ-დუგალმა .

მსგავსი სიახლეები