თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

16.12.24 23:59
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა,- ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ავტოტრანპორტის მოძრაობა აღდგა საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზეც. 

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია," -  ნათქვამია განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები