"საქართველოში მიმდინარე პროცესების შემოქმედი არათუ ქოცები არიან, არამედ ეს ყველაფერი კრემლში და კაგებეში იწერება" - ზოსიაშვილი

17.12.24 00:37
"საქართველოში მიმდინარე პროცესების შემოქმედი არათუ ქოცები არიან, არამედ ეს ყველაფერი კრემლში და კაგებეში იწერება" - ზოსიაშვილი

"საქართველოში მიმდინარე პროცესების შემოქმედი არათუ ქოცები არიან, არამედ ეს ყველაფერი კრემლში, პუტინის რუსეთსა და კაგებეში იწერება" - ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში რამაზ ზოსიაშვილმა განაცხადა.

ცნობილი კარდიოლოგი, რომელიც 13 დეკემბერს პოლიციის სამმა ეკიპაჟმა დააკავა, პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი უკანონო ქმედებებით რეჟიმი თავისუფალი ხალხის სულს ვერ გატეხს და ქართველი ერის თავგანწირული ბრძოლა სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს. 

ჩვენ არაფერი არ გვიკვირს დღევანდელი თვითმარქვია ხელისუფლების მხრიდან, ნებისმიერი რეაქცია ჩვენ ვითომ გვაოცებს, მაგრამ ეს კინო ჩვენ ნანახი გვაქვს. ერთი და იგივე მეთოდიკაა და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამის შემოქმედი არათუ ვიღაც ქოცების ჯგუფის მოფიქრებულია, არამედ ეს ყველაფერი კრემლში, პუტინის რუსეთში და კაგებეში იწერება. ეს მეთოდები, აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ისინი ჩვენს ქვეყანაში ჩადიან, არის კაგებეს ნარატივი. ჩვენც ვიცით, კაგებეს მეთოდებით რუსეთში როგორ იმართებოდა რეჟიმები. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს და მაგით ვერ გაგვაკვირვებთ", - ამბობს რამაზ ზოსიაშვილი.

მსგავსი სიახლეები