"შსს მთავარ კრიმინალად, ძალადობის დამდგმელ რეჟისორად გადაიქცა" - მაისურაძე
ფილოსოფიის დოქტორი, გიორგი მაისურაძე "ქართულ ოცნებას" მოქალაქეების ტერორსა და ძალადობაში ადანაშაულებს და "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდი არათუ გეოლოგიურ განადგურებაზეა გადასული, არამედ საკუთარ მოსახლეობას ძარცვავს.
პროფესორი იმასაც ამბობს, რომ "შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავარ კრიმინალად, ძალადობის დამდგმელ რეჟისორად გადაიქცა", რომელიც ევროპული მომავლის მცველებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის სისხლიან ღამეს უწყობს.
ეს არის სახალხო ამბოხი, სახალხო დაუმორჩილებლობა. რომ გავიგეთ რა ხდება გამოვცვივდით სახლიდან, არავის არავისთვის არ დაუძახია. ეს იყო გულმა რომ გამოგიყვანა, აღშფოთებამ და ემოციამ. ჩვენ ვადგებით იმ კრიტიკულ ზღვარს, რომ აქ უკვე პოლიტიკური პროცესი უნდა წავიდეს. ვერ გაამართლა ოპოზიციამ... შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავარ კრიმინალად, ძალადობის დამდგმელ რეჟისორად გადაიქცა", - ამბობს გიორგი მაისურაძე.