ადამიანი, რომელიც ლოგინად ჩავარდნილი დედის ერთადერთი მომვლელი იყო დააკავეს, ქალი გარდაეცვალა - უფლებადამცველი
გავრცელებული ინფორმაციით, პირს, რომელიც დააკავეს, ლოგინად ჩავარდნილი დედა გარდაეცვალა.
როგორც უფლებადამცველი ნათია თავბერიძე სოციალურ ქსელში წერს, დაკავებული დედის ერთადერთი მომვლელი იყო.
ასევე ირკვევა, რომ პირს დაკავებისას წაართვეს ყველაფერი, გაძარცვეს და არსად დაარეკინეს.
გუშინ ერთ-ერთ აქციაზე დაზარალებული/დაკავებული პირი მოვიდა ჩვენთან. ეს ადამიანი დააკავეს, ყველაფერი წაართვეს, არსად დაარეკინეს. არადა ლოგინად მყოფი, ავადმყოფი დედისთვის ერთადერთი მომვლელი იყო. დედა გარდაიცვალა.
Natalie Bukia და Lika Gogolidze შეხვდნენ, იურისტს გაესაუბრება და ჩვენც მივადევნებთ თვალს.
ამ არაადამიანურ დანაშაულებზე აუცილებლად პასუხს აგებს დღევანდელი რეჟიმი.
იცოდეთ, რომ აუცილებლად მოითხოვეთ, გაესაუბრეთ იურისტებს - დანაშაულების, წამების ფაქტების მხილება და დოკუმენტირება, გასაჩივრება აუცილებელია.
ამდენი მოპარული ნივთი, ტელეფონი - ეს კიდევ ცალკე ამბავია - თითქმის ყველა დაკავებული და ნაცემი ადამიანი, ამავდროულად გაძარცვეს კიდეც", - წერს ნათია თავბერიძე.
განახლება:
ირკვევა, რომ პირი რუსული კანონის აქციების დროს, მაისში დააკავეს. "ადამიანის უფლებათა სახლმა" ამ შოკისმომგვრელი ისტორიის დეტალები ახლა გაასაჯაროვა, მსხვერპლს დღემდე შიშით ხმამაღლა საუბარი არ უნდა.
"პირველებმა" დამატებითი კომენტარი სთხოვა უფლებადამცველს. როგორც ნათია თავბერიძე აცხადებს, მაისის აქციების დროს დაკავებულს პოლიციამ კანონთ მინიჭებული ზარის უფლებაც არ მისცა. ამ დროს კი დაკავებულს მძიმე ავადმყოფი დედა ჰყავდა მოსასვლელი. ქალს ვერავინ უპატრონა.
დღევანდელი ხელისუფლება წარმოადგენს ავტორიტარულ რეჟიმს, რომელსაც ადამიანი და მისი უფლებები არ აინტერესებს. ამას ყოველდღე ჩვენ ვისმენთ, სხვადასხვა ისტორიების საშუალებით. ერთ-ერთი ამბავიც, რომელიც გავაზიარეთ, იყო ის საშინელი ისტორია, რომელიც ადამიანმა გაგვიზიარა, რომ დაკავებისას მას არ მისცეს საშუალება დაერეკა, წაართვეს ტელეფონი, დედამისი იყო ლოგინად ჩავარდნილი ადამიანი, რომელზეც მხოლოდ თვითონ ზრუნავდა და ეს ქალი გარდაიცვალა. ეს ნაწილი ამ საერთო ისტორიების, წამების ფატების, აპირებს, რომ იურიდიულად მიყვეს ამ ამბავს. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მისი საყვარელი ადამიანი გარდაიცვალა. დააჯარიმეს და დაუყადაღეს ანგარიშები, ისე რომ არ იცოდა ამის შესახებ. არ მისვლია შეტყობინება", - ამბობს ნათია თავბერიძე.