თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა 450-მდე გაიზარდა

17.12.24 11:50
თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა 450-მდე გაიზარდა

თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა 450-მდე გაიზარდა. განცხადებას ამ დროისთვის ხელს უკვე 464 ბიზნესი აწერს. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები პირდაპირ წერენ, რომ ქვეყანაშ არსებული კრიზისი პარტიული პოლიტიკის საზღვრებს გასცდა და გამოსავალი მხოლოდ ახალი არჩევნები და დაპატრიმრებული მომიტინგეების უპირობო გათავისუფლებაა. 

არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას, - წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ  პლატფორმის დამფუძნებლის, გიორგი ჩუგოშვილის ინფორმაციით, გუშინ, www.freebusiness.ge -ზე 862 ბიზნესის განცხადება იყო შესული.  

ხემომწერი ბიზნესების ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე.

მსგავსი სიახლეები