EU-ს კარს არა ევროკავშირი, არამედ "ოცნების" რეჟიმი ხურავს - შვედეთის მინისტრი

17.12.24 14:02
EU-ს კარს არა ევროკავშირი, არამედ "ოცნების" რეჟიმი ხურავს - შვედეთის მინისტრი

დებატები ბრიუსელში -  ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე შვედეთის მინისტრმა მინისტრმა,  ჯესიკა როსენკრანცმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და პირდაპირ თქვა, რომ "ოცნებას" ქვეყანა ევროპული გზის საპირისპირო მიმართულებით მიჰყავს. 

EU-ს კარს არა ევროკავშირი, არამედ რეჟიმი ხურავს - ამბობს შვედი მინისტრი. 

ევროპელი დიპლომატი ასევე ხაზგასმით აცხადებს, რომ მხარს უჭერს სანქციებს და სხვა ზომებს "ოცნების" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. 

ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული პროცესებით. ძალიან მკაფიოა, რომ რეჟიმი მოქმედებს ევროპული გზის საპირისპირო მიმართულებით. მე სრულად ვუჭერ მხარს სანქციებს და სხვა ზომებს, რომელიც შეიძლება მივიღოთ რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ დისტანციის დამყარება ქართველ ხალხთან არ გვინდა, მაგრამ გვინდა ეს გავაკეთოთ რეჟიმთან, რომელმაც გადაწყვიტა, რომ  არ მიჰყვეს ევროპულ ამბიციებს. ვწუხვარ ამის გამო. მნიშნელოვანია ითქვას, რომ ევროკაშირის კარს არა ევროკავშირი, არამედ რეჟიმი ხურავს. რაც გუშინ ითქვა, არის ერთი უმნიშნელოვანესი ნაწილი შეთანხმებისა, რომ ჩვენ ვუწესებთ შეზღუდვებს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებს.  მაგალითად დიპლომატებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია" - აცხადებს ჯესიკა როსენკრანცმა.

მსგავსი სიახლეები