წამების უმძიმესი ისტორია - გოგილაშვილის შოკისმომგვრელი ჩვენება სასამართლო დარბაზში

17.12.24 15:10
წამების უმძიმესი ისტორია - გოგილაშვილის შოკისმომგვრელი ჩვენება სასამართლო დარბაზში

 

 

წამება სასტიკი მეთოდებით დაკავების დროს, 9 საათი დამტვრეული სახის ძვლებით პოლიციის სისხლიან ავტომობილში და არსათანდო მოპყრობა - სახლიდან ფუნთუშების საყიდლად  გამოსულმა დავით გოგილაშვილმა, რომელიც კიმინალურ პოლიციას აქციის მონაწილეში აერია, სპეცრაზმმა კი წიხლებით უმოწყალოდ სცემა, შოკისმომგვრელი ჩვენება სასამართლო დარბაზში უცხოელი დიპლომატბის თვალწინ მისცა.

გოგილაშვილმა დეტალურად მოყვა, როგორ აწამებდნენ 9 საათის განმავლობაში ძალოვანები და საბოლოოდ, როგორ აღმოჩნდა თავად ბრალდებული.  გოგილაშვილის წამების საქმე უპრეცედენტოა. მის სასამართლო პროცეს კი დილიდან ევროკავშირის წევრი ექვსი ქვეყნის ელჩი ესწრება.

მახსოვს, ოქმის შედგენის დროს, პოლიციელებმა გადარეკეს რა ჩავწეროთო, რა მუხლს მედავებოდნენ დამკავებელმა პოლიციელებმა არ იცოდნენ და ტელეფონით უთხრეს დაუმორჩილებლობაო. ანუ თცვითონ არიან მოწმეები, არ იოციან, რას მედავებიან. უზენაესი სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შევიძინე ფუნთიშა და სახლში მივდიოდი მეგობრებთან ერთად, რა დროსაც ყველა მხრიდან გამოვარდნენ სპეცრაზმელები. ჭყლეტვაში ვერ გავიქეცით, გავჩერდით "ტვ პირველის" ჟურნალისტებთან ერთად. ტატო ქელბაქიანმა სთხოვა სპეცრაზმს, რომ გავყვანეთ უსაფრთხო ადგილას, ამაზე სპეცრაზმელები დაგვთანხმდნენ, გავიყვანეს, გადავდგით 5-6 ნაბიჯი, შემდეგ შეშინების მიზნით, შემოტრიალდა სპეცრაზმელი და ტატოს ეჩხუბა.

უკრაინკას ქუჩაზე მოხდა ჩემი დაკავება, მაგ მომენტში პრინციპულად ხელები გავშალე იმის სადემონსტრაციოდ, რომ არაფერს ვაშავებდი და არ ვეწინააღმდეგებოდი მაგრამ ტელე კამერებს რომ გავცდით დაიწყო ჩემი წამება.

სახეში მომხვდა მუშტი, რამაც შოკში ჩამაგდო, მიმდინარეობდა ჩემი დაშინება მთელი ძალით, წამება, შემდეგ დაიწყეს გაჩხრეკა, ამოიღეს ტელეფონი, შემხვედრმა სპეცრაზმელმა ამომარტყა წიხლი  და ცხვირი გამიტყდა. შედედებული სისხლი მომდიოდა ცხვირიდან და მეგონა ვეღარ გადავრჩებოდი. მეუბნებოდნენ კიდეც რომ კიდევ თუ მოხვალ აქციაზე ვეღარ გადარჩებიო, დროსა და სივრცეში ორიენტაცია დაკარგული მქონდა, აღარ ვიცოდი სად ვიყავი. 

სპეცრაზმელმა ისეთი ილეთი გამოიყენა, რაც ბრძოლა წესებით გარეშეშიც კი აკრძალულია, სრულიად დაუცვლე მდგომარეობაში, როცა ტავი დახრილი მქონდა, სპეცრაზმელმა წიხლი ამომარტყა თავის არეში მთელი ძალით. რის გამოც ტვინის შერყევა მივიღე და გავითიშე", - განაცხადა გოგილაშვილმა სასამართლო სხდომაზე. 

გოგილაშვილის სასამართლო პროცესი 3 საათი მიმდინარეობდა. მოსამართლეს რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა გადაედო სხდომა და არ დაეკითხა მოწმეები, თუმცა სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ საბოლოოდ სხდომის გადადება ვერ გაბედა. დღევანდელ პროცესზე ასევე გამოიკითხნენ მოწმის სახით პოლიციელები, ასევე ჩვენებმა მისცა ტატო ქელბაქიანმაც, რომელიც დაცვის მხარემ მოიყვანა.

საინტერესო იყო ერთი პოლიციელის ჩვენება, რომელიც დღეს სასამართლო დარბაზში ამტკიცებდა, რომ სპეცრაზმელებს დაკავების ბრძანებებს თავად აძლევდა, თუმცა ამის უფლება პოლიციელს უწყებრივად ჰქონდა თუ არა, ამაზე სამართალდამცველმა ვერ უპასუხა და ვერც ის თქვა, ვინ იყო ის სპეცრაზმელი, რომელსაც ბრძანება მისცა. 

სხდომა უკვე დასრულებულია, ის გადაიდო, რადგან ვადებს გადასცდა. რამდენიმე დღეში სანქცირებული მოსამართლე, ნინო ენუქიძე უკვე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. 

  • დათო გოგილაშვილი 30 ნოემბერს რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. მისი ისტორია უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო.  Amnesty International-ი საკუთარ ანგარიშში წერს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი მხოლოდ იმის გამო დააკავეს და ცემეს, რომ მაღაზიაში პური იყიდა და სახლში ბრუნდებოდა. გოგილაშვილი ნიღბიანებმა შავ კორიდორში გაატარა და მასზე წიხლებით იძალადეს, თუმცა ძალადობიდან ამ დრომდე  ნაცემი მოქალაქისთვის დაზარალებულის სტატუსიც კი არ მიუნიჭებიათ.

მსგავსი სიახლეები