"ყველგან პოლიცია, არსად სამართალი" - შსს-თან საპროტესტო აქცია იმართება

17.12.24 15:34
"ყველგან პოლიცია, არსად სამართალი" - შსს-თან საპროტესტო აქცია იმართება

შსს პოლიციის კორდონი იცავს. ცოტა ხნის წინ იქ აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებმაც უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების დაპატიმრება და ის სასტიკე გააპროტესტეს, რომელსაც უკანსკნელი კვირეები გომელაურის უწყება ჩადის. 

მოქალაქეები შსს-თან საპროტესტო ბანერებით მივიდნენ. პროტესტის მონაწილეებს აინტერესებდათ, რატომ არ ისჯებიან მოძალადე პოლიციელები და სპეცრაზმელები. 

ჩვენი მოთხოვნაა, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, იმ ადამიანებს, რომლებიც გაურკვეველი მიზეზების გამო არიან დაკავებულები, ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩვენთან ერთად ათევდნენ ღამეებს, აპროტესტებდნენ, იყვნენ აქციაზე, მაგრამ ახლა აღარ არიან ჩვენს გვერდით. თავისუფლება ყველა ამ ადამიანს და ვთხოვ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა დუმს, რომ არ იყვნენ ამ სისასტიკის და უსამართლობის მონაწილეები. ამოიღეთ ხმა, დადეიქთ ჩვენს გვერდით!, - ამბობს აქციის მონაწილე. 

გომალაურის უწყებასთან იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ქვეყანაში შსს აღარ არსებობს და პოლიციელები ე.წ. ზონდერებთან ერთად მოქმედებენ. 

აღარ არსებობს ჩვენს ქვეყანაში ინსტიტუტი. პოლიცია, ბანდერლოგი, ზონდერი - ყველა არის ერთი, ოლიგარქის რეჟიმთან შეკრული. პატრული, რომელიც ერთ დროს, წლების წინ იყო ჩვენი იმედი, ჩვენი დასაყრდენი, ეს ადმაიანებიც კი რაღაცნაირად, რეჟიმთან შერწყმული ღირსებააყრილ ადამიანებად გადაიქცნენ. წარმოიდგინეთ, ბანდერლოგი და ზონდერი, რომელიც მითითებას აძლევს პოლიციას, რა უნდა გააკეთონ, სუსთან ერთად. ამაზე უფრო გამანადგურებელი არაფერია, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

აქციის მონაწილეები უკვე საღამოს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, მთავარ აქციას შეუერთდებიან.  

მსგავსი სიახლეები