"ივანიშვილის სისასტიკემ ქუჩაში გამოგვიყვანა" - სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
თბილისში სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების მსვლელობა გაიმართა - ტაფებისს და ქვაბების ხმები დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაში ისმოდა. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები უკვე პარლამენტთან არიან, სადაც დარჩენას აპირებენ.
კულინარიული სფეროს წარმომადგენლები დღეს დეზერტირების ბაზრობიდან 3 მოთხოვნით დაიძრნენ:
თავისუფლება უკანონოდ დაჭერილებს, ახალი და სამართლიანი არჩევნები და ევროპული ინტეგრაცია. ასე გამოიყურებოდა მათი მენიუც.
ბიძინა ივანიშვილის სისასტიკემ გამოგვიყვანა ქუჩაში, რომელიც არ გვაღიარებს ადამიანებად და ჰგონია, რომ რამდენიმე პოლიტიკოსის მოსყიდვით შეუძლია ისე წარმართოს ქვეყნის ბედი, როგროც თავად წარმოუდგენია, მაგრამ ჩვენ, ხალხი სხვა აზრზე ვართ და ის საწადელს ვერ მიაღწევს", - ამბობს აქციის მონაწილე.