დღე მე-20 - უწყვეტი პროტესტი პარლამენტთან გრძელდება
დღე მე-20 - უწყვეტი პროტესტი პარლამენტთან გრძელდება. თბილისის ქუჩებში მსვლელობის მონაწილეები ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე მივიდნენ. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ახალ არჩევნებს და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.
აღარ დარჩა ქვეყანაში არცერთი პროფესიის, თუ თაობის ადამიანი, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ არ იბრძვის. ისინი ახლა უკვე დედაქალაქის ცენტრიდან ცდილობენ "ოცნებას" ხმა გააგონონ.
პირველი მოთხოვნა უცვლელია, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაპატიმრებულია და ვიცნ რეჟიმის მსხვერპლია, უნდა იყოს გათავისუფლებული. მეორე, რაც მთავარია, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და ხალხმა გადაწყვიტოს, ვის მისცეს ხმა. ვისში ხედავს მის ნათელ მომავალს - განაცხადა ვახო კანდელაკმა.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა