ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში შშმ პირების მშობლები გავიდნენ

18.12.24 15:58
ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში შშმ პირების მშობლები გავიდნენ

ევროპული მომავლის დასაცავად საყოველთაო პროტესტი არ წყდება. ამ წუთებში პროტესტის ეპიცენტრი საქართველოს პარლამენტია, სადაც შშმ პირების მშობლები მივიდნენ. მსვლელობა ახალი არჩევნების დანიშვნის და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.

შშმ პირთა მშობლები აცხადებენ, რომ ევროინტეგრაცია მათი შვილების უსაფრთხო მომავალს უკავშირდება. მათი თქმით, სწორედ ევროპული დახმარებებით და გრანტებით იღებენ მათი შვილები საჭირო დახმარებებს. 

აქციის მონაწილეებმა ნაძვის ხეზე ასევე საპროტესტო პლაკატები ჩამოკიდეს.

ყველა პროგრამა, რომელიც აქ მუშაობს, ძირითადად ფინანსდება საერთაშორისო  ფონდების და საერთაშორისო არასამთავრობოების წყალობით. ძალიან მცირე პროცენტია ამ დაფინანსების საქართველოს ბიუჯეტიდან. კატასტროფაა ეს ჩვენთვის, - ამბობს ირინა სარიშვილი.

ბევრი წლის შემდეგ როგორც იქნა, მშობლების აქტიურობით, უფლებადამცველების აქტიურობით სრულად ევროკავშირის ჩართულობით ძლივს მოხდა ის, რომ შეიქმნა პროგრამები და გახდა შესაძლებელი ამ პროგრამების მეშვეობით ამ ადამიანების განვითარება და დახმარება. ახლა რაც ხდება, არის ის, რომ ვბრუნდებით საბჭოთა კავშირში და რუსეთში და ამ რეჟიმის პირობებში შეუთავსებელია შშმ პირების არსებობა, - ამბობს აქციის მონაწილე.  

აქციის მონაწილეები გეგმავენ, მსვლელობით სახალხო დამცველთან გადაინაცვლონ.  

მსგავსი სიახლეები