სალომე ზურაბიშვილი - ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ!
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ 21 დღეა ქართველები მოპარულ არჩევნებსა და რუსული სტილის რეპრესიებს მშვიდობიანად აპროტესტებენ.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ".
„დამიბრუნეთ ჩემი ხმა, დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი - 21 დღეა ქართველები მოპარულ არჩევნებსა და რუსული სტილის რეპრესიებს მშვიდობიანად აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა ნათელია: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის შესანარჩუნებლად. ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ!“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი.
პრეზიდენტის გზავნილები ევროპარლამენტიდან:
- მმართველი პარტია რუსულ გზაზე დადგა - სალომე ზურაბიშვილმა "ოცნება" ევროპარლამენტიდან ამხილა
- არჩევნებზე 600 მილიონი შავი ფული გამოიყენეს - პრეზიდენტმა ევროპარლამენტში თქვა, რომ საქართველოში რუსული არჩევნები ჩატარდა
- "ზოგიერთ საარჩევნო უბანზე პირადად ვნახე ძალადობა, ვურეკავდი შს მინისტრს, ვერსად დავუკავშირდი" - ზურაბიშვილი
- "საქართველოს სჭირდება თქვენი მხარდაჭერა" - ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდა
- "ხელახალი არჩევნები აუცილებელია... თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები, უნდა იმოქმედოთ" - ზურაბიშვილი ევროკავშირს
- ქართველები დღე და ღამე იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, ევროპა კი ნელა რეაგირებს, უნდა იმოქმედოთ - ზურაბიშვილი
- საქართველოში ყველაფერს ერთი პარტია და ერთი პირი აკონტროლებს - პრეზიდენტი
- კობახიძე უფლებისა და მანდატის გარეშე აჩერებს საქართველოს ევროპულ მომავალს - 28 ნოემბერს ომი გამოაცხადეს - პრეზიდენტი