სპეცრაზმისა და პოლიციისთვის ლანჩის ტენდერი ჩაიშალა, კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს - RFE/RL
შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერი 300 ათას ლარად დაახლოებით 35 ათასი ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე ჩაიშალა - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ლანჩის ნაკრებების ტენდერი საპროტესტო აქციების პერიოდში ქუჩებში მომუშავე სამართალდამცავებისთვის 28 ნოემბერს, საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების დღეს გამოცხადდა, თუმცა წინადადებების მიღების ვადა რამდენიმე დღის წინ ისე ამოიწურა, რომ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერის გამოცხადებამდე სამინისტრომ ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ორმა კომპანიამ გამოთქვა ტენდერში მონაწილეობის წინასწარი სურვილი და ფასიც შესთავაზა, თუმცა უკვე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა კომპანიებმა არ მიიღეს - ტენდერი არ შედგა.
"რადიო თავისუფლება" წერს, რომ ტენდერის ჩაშლის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრო ლანჩის ნაკრებების შესყიდვას ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვით განაგრძობს.
მსგავსი სიახლეები
ლაითურის ციხეში პოლიციას ელოდებიან - ადვოკატის თქმით, პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმის მოწმესთან შეხვედრის ჩანაწერებს არ აძლევენ
ლაითურის ციხეში, პატიმარ გიორგი დავითაძის ადვოკატი იმ მსჯავრდებულთან იყო შესული, რომელიც ამტკიცებს, რომ პატიმრის გაუპატიურების საქმის ოქროს მოწმეა