კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ

18.12.24 20:22
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები რუსთაველის გამზირზე მივიდნენ

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები მარშით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ, სადაც მასშტაბურ საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები ტაშით შეეგებნენ.

სტუდენტებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა, ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.

თავდაპირველად, სტუდენტებმა და ლექტორებმა მსვლელობა სააკაძის მოედნიდან დაიწყეს, საიდანაც პეკინის გამზირზე გადაინაცვლეს. 

მსგავსი სიახლეები