მასწავლებლები ირჩევენ ევროპულ მომავალს - აქცია თბილისში
ამ წუთებში მასწავლებლები და მოსწავლეები მარჯანიშვილის მოედნიდან მსვლელობით რუსთველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც მასშტაბურ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილია, რომ მასწავლებლები ირჩევენ ევროპულ მომავალს.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა, ხელახალი არჩევნები და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება.
ნებისმიერი კანონი, რომელიც ახლა მიიღება არის უკანონო. დიქტატურისკენ მივყავართ, ამას ვაპროტესტებთ უკვე 21-ე დღეა. შეუძლებელია, ამას ვინმე შეეგუოს. ჩვენ ვიქნებით ჩვენი მოწოდების სიმაღლეზე, რომ ყველა კანონი გაუქმდეს'', - ამბობს აქციის მონაწილე.
მანამდე, მასწავლებელს აქცია განათლების სამინისტროსთან ჰქონდათ.