რეპრესიები ზუგდიდში - "ოცნება" სამოქალაქო აქტივისტების დევნას განაგრძობს
სანქციების ფონზე "ქართული ოცნება" სამოქალაქო აქტივისტების დევნას განაგრძობს - მოქალაქეებს, რომლებიც ივანიშვილის გუნდის მიერ არჩევნების მოპარვას აპროტესტებს, სახლში აკითხავენ და 1 000-ლარიან ჯარიმებს უწერენ.
ამჯერად რეპრესიები ზუგდიდში მოაწყვეს, სადაც აქტივისტებს მიაკითხეს. ამ რეპრესიების მიზანი ხალხის დაშინებაა, რათა განსხვავებული აზრი ჩაახშონ, თუმცა ხელისუფლების ეს მცდელობები საპირისპიროდ მოქმედებს.
გვეუბნებია, რომ თქვენი მანქანა ძებნაზე არისო. გვაჩერებენ და გვიწერენ 1 000-ლარიან ჯარიმას. 40 მანქანამდე ჰყავთ ძებნაში, რადგან ჩვენ გამოვედით ქუჩაში, ვაპროტესტებთ წართმეულ არჩევნებს. ხედავთ, ბიძინას პოლიცია რა მეთოდს მიმართავს. ამით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ", - ამბობენ მოქალაქეები.