ქართველი ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია ნიუ-იორკში
ქართველი ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია ნიუ-იორკში - ემიგრანტები სამაუწყებლო კომპანია "FOX NEWS"-თან შეიკრიბნენ. აქციის მიზანია 28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში დაშავებული ჟურნალისტების და ოპერატორების ისტორიების გასაჯაროება და დაზარალებულების მხარდაჭერა.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გმობენ "ქართული ოცნების" ძალადობრივ პოლიტიკას და საერთაშორისო პარტნიორებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
ჩვენ დღეს ქართველი ემიგრანტები. სხვადასხვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შევიკვრებით "FOX NEWS"- ის ოფისთან. რადგან ეს არის ყველაზე მსხვილი მედიაორგანიზაცია. ჩვენ მივაწოდეთ ის ინფორმაცია ყველა მებრძოლი, უმაგრესი ჟურნალისტის თუ რას უშვრება ეს ძალადობრივი რეჟიმი როგორ ფიზიკურად უსწორდება, უმაგრეს ქართველს. მეგობრებო თქვენს ჩვენს გვერდით ვართ, რომ ამ რუსულ მარიონეტულ ივანიშვილი რეჟიმს მივიჩინოთ თავის ადგილი. გამაგრდით, ძალიან მალე გვექნება ევროპული ახალი წელი საქართველოში'',- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.