ბიზნესში ძალიან სერიოზული შეფერხებებია... მივადექით იმ ზღვარს, როდესაც ყველაფერს ვკარგავთ - ზურაბ ერისთავი
თავისუფალი ბიზნესის პროტესტი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გრძელდება. ყოველწუთიერად იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, ვინც ქვეყნაში ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატირმების გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება.
eristavi estates-ის დამფუძნებელი, ზურაბ ერისთავი ბიზნესში სერიოზულ შეფერხებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ ვითარებამ, რაც ახლა საქართველოშია, ქვეყანა ინვესტორებისთვის არასაიმედო გახადა.
ინვესტორები დაკვეთებს აუქმებენ, ზოგნმა პაუზა აიღო - ამბობს eristavi estates-ის დამფუძნებელი.
მივადექით იმ ზღავრს, როდესაც უკვე ვკარგავთ ყველაფერს, რისთვისაც 34 წლის განმავლობაში მიგვიღწევია. რეალობა გვეცვლება, გვეცვლება ქვეყანა, გვეცვლება მიმართულება, გვეცვლება ის პარტნიორები, რომლისკენაც ამდენი წლების განმავლობაში ურთიერთობებს ვალაგებდით. ჩვენს ბიზნესში, უძრავ ქონებაში ძალიან სერიოზული შეფერხებებია. გვყავს ინვესტორები, რომლებთანაც თვებია ვმუშაობთ და მივიღეთ პასუხი, რომ ახლა ისინი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ზოგმა საერთოდ გააუქმა თავიანთი დაკვეთა, ზოგმა პაუზა აიღო, მაგრამ ვფიქრობ, ეს პაუზა, უფრო ზრდილობის გამო არის და ეს ყველაფერი შეჩერებულია. ნებისმიერი ინვესტორი, რომელსაც მსოფლიოს რუკა უდევს ზინ და ეძებს საინვესტიციოდ პროექტებს, გადაწყვეტილებას იღებს, უფრო სტაბილური, მშვიდი, ეკონომიკურად მზარდი ქვეყნისსკენ, რომელსაც აქვს სასმაართლო, რომელსაც აქვს კანონი, სადაც ის დაცულად გრძნობს თავს, შესაბამისდა, ჩვენთან ეს ყველაფერი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება", - აცხადებს ზურაბ ერისთავი.
საზოგადოებას უკვე შეუძლია გაიგოს, იმ 1100-ზე მეტი კომპანიის შესახებ, ვინც შეუერთა ახალი არჩევნებისა და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნას. თავისუფალი ბიზნესის პროტესტს შეუერთდა ჰიპერმარკეტი "გორგიაც", ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა რომლის მისამართითაც ბოლო დღეებში საზოგაოდების პროტესტი განსაკუთრებით გამძაფრდა.