თავისუფალი ბიზნესის პროტესტი - ცნობილია ის კომპანიები, ვინც დუმს
შეტევა თავისუფალი ბიზნესის პორტალზე. ვებგვერდზე ჰაკერული შეტევა ზუსტად მაშინ განხორციელდა, როცა უნდა გამოქვეყნებულიყო იმ ბიზნესმენების სია, ვინც დუმილის რეჟიმში არიან. ცნობილია 30 კომპანია, რომლებიც რეჟიმის რეპრესიების მიუხედავად გაჩუმებულები არიან. მათ შორისაა "ოცნებასთან" დაახლოებული ძმები ფხაკაძეების ყველა კომპანია.
რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებული ბიზნესმენების რაოდენობამ კი უკვე 1100-ს გადააჭარბა. თუ რეჟიმი უკან არ დაიხევს და მოთხოვნებს არ შეასრულებს, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოიშლება. ბიზნესმენები ოცნებას აფრთხილებენ, რომ მძიმე შედეგი უკვე დადგა და ეს მხოლოდ დასაწყისია. სასტუმროები იხურება, ღონისძიებები იშლება, ტურისტები აღარ ჩამოდიან-პოლიტიკური კრიზისი ყველა სფეროზე დომინოს პრონციპით გავრცელდა.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.