ვითხოვთ, ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაპატიმრებულების გათავისუფლებას - IT-ი სპეციალისტების პროტესტი გრძელდება
IT-ი სპეციალისტები და პროგრამისტების მსვლელობა შედგა - ისინი 19:00 საათზე პარლამენტის წინ კვლავ შეიკრიბებიან და ორ ძირითად მოთხოვნას გააჟღერებენ: ხელახალი არჩვენების დანიშვნა და უკანონოდ დაპატიმრებულების გათავისუფლება.
მანამდე კი ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა მსვლელობა ლამის მთელი თბილისი საყვირების და შეძახილების ფონზე მოაირეს.
“რეჟიმს, რომელიც ასე ექცევა პატიმრებს, ვითხოვთ მათ გათავისუფლებას და ასევე ხელახალ არჩევნებს“, - ამბობენ აქციის მონაწილეები.
დააერორა ქვეყანა, არ მოგწვონს და გვინდა, რომ ჯანსაღ რელსებზე მივდიოდეთ“, - თქვა აქციის მონაწილემ.
ხალხი დისკუსიაში უკვე შესულია, 20 დღე, ყინვის მიუხედავად, ქუჩაში დგას, ნება იბოძონ და გადადგან ნაბიჯები და წავიდნენ კომპრომისზე“, - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
ზუსტად ერთ კვირაში, 13:00 საათზე, ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლები მიატოვებენ სამუშაო სივრცეს და კვლავ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან.
ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან