დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფიტნეს დარბაზში "ასპრია" ნიღბიანები შეცვივდნენ

24.12.24 21:15
დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფიტნეს დარბაზში "ასპრია" ნიღბიანები შეცვივდნენ

დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფიტნეს დარბაზი "ასპრია" "ნიღბიანი პირები შეცვივდნენ. ამის შესახებ ადგილიდან "პირველებს" თვითმხილველებმა აცნობეს.  დაახლოებით 100-მდე ადამიანი ადგილზე კონკრეტულს პირს, გიორგი უბილავას ეძებდა და მისი მისამართით იგინებოდა.   მოქალაქეებს, ვინც ამ ფაქტის გადაღებას ტელეფონით ცდილობდა, ფიზიკურად უსწორდებიან. 

"პირველებმა" მოიპოვა ფოტო რომელიც "ასპრიას" ტერიტორიაზეა გადაღებული. კადრში ჩანს ათობით ნიღბიანი პირი.

გიორგი უბულავა ქვემო ქართლის გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრია. მისი სახელი ნიღბიანების ორგანიზებულ არაერთ თავდასხმას უკავშირდება.

"პირველები" დეტალების გარკვევას ცდილობს.