სანქციების პირველი მძიმე შედეგები-ინვესტორები ქვეყნიდან გადიან

31.12.24 11:26
სანქციების პირველი მძიმე შედეგები-ინვესტორები ქვეყნიდან გადიან

სანქციების პირველი მძიმე შედეგი-ინვესტორები ქვეყნიდან გადიან. საქართველო ინვესტიციებისთვის სანდო ქვეყნა აღარ არის.

ყველაზე მძიმე შედეგებს კი უკვე იანვრიდან ვიხლავთ, რაც ფასების ზრდაში და ეროვნული ვალუტის გაუფასურებზე აისახება-ასეთია ბიზნესმენების პროგნოზი.

ბიზსნესექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2025 წლის პირველი კვარტალი იქნება ყველაზე რთული, როდესაც შედეეგბი აისახება ეკონომიკაზე. ისინი ელიან ლარის გაუფასურებასაც, რომელსაც მათი თქმით, ეროვნული ბანკი ვეღარ შეაჩერებს.

„ერთადერთი გამოსავალი დეესკალაციის პროცესისკენ წასვლაა“- ამბობენ ბიზნესმენები.

უფრო მეტი იზოლაცია ხდება საქართველოსი, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სერიოზული პრობლემაა. თუ პოლიტიკური პროცესები უახლოეს მომავალში არ დაესკალირდა და არ დალაგდა, სერიოზულ გამოწვევად გადაიქცევა 2025 წელს.შეიძლება დიდი დაწოლა იყოს ეროვნულ ვალუტაზე და ინფლაციური პროცესებიც მოსალოდნელია“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

ივანიშვილის სანქცირების შემდეგ არც მისი გარემოცვა დარჩება ყურადღების მიღმა - ის ბიზნესმენები, ვინც ამიერიდან საქმეს დაიჭერს ივანიშვილთან, თავადაც დადგებიან სანქციების რისკის ქვეშ. ეს იქნება მეორადი სანქციები.

მეორადი სანქციები ეხება ყველა იმ ბიზნესპარტნიორს, ან ფიზიკურ თუ იურიდულ პირს, რომელიც სანქცირებულ რეჟიმთან, ბიზნესთან ან ადამიანთან თანამშრომლობს. ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილზე. ყველა ის ბიზნესმენი, საპარტნიორო ფონდის ურთიერთობის მქონე, საქმიანი ურთიერთობის მქონე, ან ვინც აწვდის და ამარაგებს, სადამსჯელო რაზმებს, შსს-ს, არიან მეორადი სანქციების საფრთხის ქვეშ და ნებისმიერ დროს შეიძლება იყვნენ სანქცირებულნი“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები