საპროტესტო მარათონი - რუსთაველის გამზირზე სპორტული ცხოვრების მოყვარული ადამიანები იკრიბებიან
საყოველთაო პროტეტსი რეჟიმის წინააღდმეგ ქვეყნაში დილიდან გრძლდება - რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდები, სპორტული ცხოვრების მოყვარული ახალგაზრდები შეკრებას უკვე იწყებენ და მსველობისთვის ემზადებიან.
ისინი მარათონის მოწყობას გეგმავენ და აპირებენ სიმბოლურად პარლამენტის ირგვლივ ირბინონ.
მათი მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების ჩატარება და პატიმრების გათავისუფლება.
პროტესტის გამოსახატად, მოყვარული სპორტსმენები გავერთიანდით და პარლამენტის გარშემო ვირბენთ. ახალ არაფერს ვითხოვთ, რასაც 1 თვეა ვითხოვთ იმას. თავისუფალ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება და სირბილიც ხომ თავისუფლებასთან ასოცირდება“, - ამბობს მარათონის მონაწილე.
საპროტესტო მარათონის მონაწილეები საქართველოს დროშებით საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე წუთში შემოურბენენ.