ვუსამძიმრებ სოფელ ნახიდურთან გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს - სალომე ზურაბიშვილი

31.12.24 12:09
ვუსამძიმრებ სოფელ ნახიდურთან გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოფელ ნახიდურთან გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

სამძიმრის წერილს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვუსამძიმრებ სოფელ ნახიდურთან გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს და სოფელ ნახიდურის მკვიდრებს, - წერს ზურაბიშვილი.

გასულ ღამეს სოფელ ნახიდურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ფაქტმა დაპირისპირება გამოიწვია, რის შედეგადაც 8 ადამიანი კლინიკაში, სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს. 

ადგილობრივები მძღოლის მათთვის გადაცემასა და დასჯას ითხოვდნენ. სიტუაცია იმდენად გართულდა რომ  ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება გახდა საჭირო. 21 წლის მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა, დაკავებულია. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები