ირაკლი კობახიძე კოკა კაციტაძეს სახელმწიფო დაცვას უნიშნავს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კარლო (კოკა) კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნება, ხოლო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა გაუხანგრძლივდება.
შესაბამის განკარგულებას ხელი “ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
განკარგულებები მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.