ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში სამკურნალოდ 2 პაციენტი რჩება - ბოლო ცნობები მარნეულიდან

31.12.24 12:57
ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში სამკურნალოდ  2 პაციენტი რჩება - ბოლო ცნობები მარნეულიდან

ბოლნისის ცენტრალური საავადმყოფოს “ემერჯენსის“ ხელმძღვანელის, ოთარ ქებაძის განცხადებით, სოფელ ნახიდურში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული ათი პირიდან, რვამ სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.

როგორც ქებაძე აღნიშნავს, 2 პაცინეტი, ტრავმების სირთული გამო, თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში სამკურნალოდ რჩება 2 პაციენტი, სულ იყო შემოყვანილი 10 პირი, რომელთაგანაც 2 პირის რეფერალური მოსამხურება განხორციელდა, გადაყვანილი იქნენ თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში. 6 პაციენტი კი გაეწერა. დარჩენილი პაციენტებიდან ერთი მკურნალობას ნევროლოგიურ განყოფილებაში გადის, მეორე კი ინტენსიურში  “, - განაცხადა ოთარ ქებაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს სოფელ ნახიდურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ფაქტმა დაპირისპირება გამოიწვია, რის შედეგადაც 8 ადამიანი კლინიკაში, სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს. 

ადგილობრივები მძღოლის მათთვის გადაცემასა და დასჯას ითხოვდნენ. სიტუაცია იმდენად გართულდა რომ  ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება გახდა საჭირო. 21 წლის მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა, დაკავებულია. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები