სოფელ ნახიდურთან საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება
სოფელ ნახიდურთან, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას ორი არასრულწლოვანი ემხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
ადგილზე იმყოფებიან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და ნივთმტკიცებების დანომვრა- დასურათება მიმდინარეობს.
ექსპერტ კრიმინალისტები დაახლოებით 2 საათია ადგილზე იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.
როგორც „პირველებისთვის“ გახდა ცნობილი, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მაღაზიის სათვალთვალო კამერებიდან ვიდეოჩანაწერები უკვე ამოიღეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს სოფელ ნახიდურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ფაქტმა დაპირისპირება გამოიწვია, რის შედეგადაც 8 ადამიანი კლინიკაში, სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს.
ადგილობრივები მძღოლის მათთვის გადაცემასა და დასჯას ითხოვდნენ. სიტუაცია იმდენად გართულდა რომ ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება გახდა საჭირო. 21 წლის მძღოლი, რომელიც ავტომობილს მართავდა, დაკავებულია. შსს-ს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.