რეპრესიების ახალი ტალღა-ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან და საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ, უსამსახუროდ რჩებიან
საჯარო სამსახურებში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო-ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გამოდიან და საკუთარ პოზიციას ღიად აფიქსირებენ, უსამსახუროდ რჩებიან.
როგორც ისინი “პირველებთან“ საუბარში ამბობენ, ეს არის დაშინების მცდელობა და სიგნალი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სამსახურში რჩებიან, რათა ქუჩაში არ გამოვიდნენ და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირონ.
როგორც მეილიდან ირკვევა, მიზეზი არის ის, რომ ჩემი, როგორც კადრის საჭიროება აღარ არის და ეს არის შემცირებები. 6-თვიანი შეფასებით უმაღლესი შეფასებები მაქვს და ვერ ვხვდები რა ლოგიკას ემსახურება ის ფაქტი, რომ სამსახურიდან გაუშვა თანამშრომელი, რომელსაც უმაღლესი ქულით აფასებ. რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მე ვიყავი პირველი, ვინც პეტიციას მოაწერა ხელი, იმ უკანონობების მიმართ, რაც ხორციელდებოდა ჩვენი მოქალაქეების მიმართ. ვფიქრობ, რომ ვარ პოლიტიკურად დევნილი და სამსახურიდან გამათავისუფლეს, რადგან არის კლასიკურად დაშინების მცდელობა“, - ამბობს მერიის თანამშრომელი, ელზა გელაძე.
საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულები ამბობენ, რომ “ოცნების“ მხრიდან რეპრესიების მსხვერპლნი არიან.