თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა-ახალი წლის ღამეს მეტრო 03:00 საათამდე იმუშავებს
ხალხის უკმაყოფილების შემდეგ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალა და ახალი წლის ღამეს მეტროსა და ავტობუსის სამუშაო საათები შეიცვალა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თავდაპირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალი წლის ღამეს ჩვეული გრაფიკით იმუშავებდა - არასწორად გაავრცელეს და მეტრო 03:00 საათამდე იმუშავებს.
როგორც ყოველთვის, ახალი წლის ღამეს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებულ რეჟიმში იმოძრავებს. გახანრძლივებული რეჟიმი შეეხება, როგორც მეტროპოლიტენს, ისე ავტობუსებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს პირველი იანვრის 03:00 საათამდე მოემსახურება.
რაც შეეხება შობის ღამეს, მეტროპოლიტენით მგზავრთა მომსახურება 6 იანვრის 00:00 საათიდან გახანგრძლივდება 7 იანვრის 03:00 საათამდე და მგზავრთა მომსახურება უფასო იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცოტა ხნით ადრე, კი თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურში აცხადებედნენ, რომ ახალი წლის ღამეს თბილისში მეტროსა და ავტობუსის სამუშაო საათები არ შეიცვლებოდა.
როგორც ისინი ამბობდნენ, “ტრანსპორტის სამუშაო დროის გახანგრძლივება გათვალისწინებული არ იყო, ვინაიდან გალაკონცერტი არ იყო დაგეგმილი.“