მერია: კონცერტი იქნება, მაგრამ ვერ გეტყვით სად

31.12.24 14:12
მერია: კონცერტი იქნება, მაგრამ ვერ გეტყვით სად

მერიაში არ ამბობენ, სად გაიმართება საახალწლო კონცერტი.

“პირველებმა“ დღეს კითხვით კახი კალაძის პრესსამსახურს მიმართა, სადაც  გვიპასუხეს, რომ ღონისძიება დაგეგმილია თუმცა, ადგილმდებარეობას და მონაწილეთა სიას, ამ ეტაპზე, ახმაურებენ.

როგორც ცნობილია, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ნაძვის ხესთან, ახალ წელს საქართველოს ევროპული მომავლის მცველები შეხვდებიან. აქციის მონაწილეებს შეუერთდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

 

მსგავსი სიახლეები