უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის გამზირზე - რა ელოდებათ აქციაზე მისულ ადამიანებს?

31.12.24 15:13
უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის  გამზირზე - რა ელოდებათ აქციაზე მისულ ადამიანებს?

უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის  გამზირზე- 2025 წელს საქართველოს მოქალაქეები ღია ცის ქვეშ, პარლამენტის წინ, ყველაზე მასშტაბური საპროტესტო მარშით შეხვდებიან.

პარლამენტთან შვილებით და ოჯახებით მივა ყველა, ვინც უკვე თვეზე მეტია, ახალ არჩევნებს ითხოვენ. ევროპული მომავლის მცველები ქვეყნის მთავარ გამზირზე შეკრებას უკვე იწყებენ.

რა ელოდებათ აქციაზე მისულ ადამიანებს, ჯერჯერობით, საიდუმლოა, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ ყველას ელოდება ერთობა, რაც დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

ყველა ვხვდებით და ვთანხმდებით, რომ როცა ასეთი მძიმე სიტუაციაა ქვეყანაში, საზეიმოდ საქმე არ გვაქვს. ჩვენ არ ვთმობთ ერთობას,  ვიდრე ქვეყანა ასეთ კრიზისშია, ჩვენი სახლი რუსთაველის გამზირია. პრინციპში სახლში ვხვდებიტ ახალ წელს, მთელი ქვეუანა ერთი დიდი ოჯახი ვართ და ერთ გასაწირში ვართ. აქ არ იქნება სცენები, პედესტალები, შოუ პრგრამები. მინდა, ვთხოვო ყველას, არ წამოიღოთ სასმელი, რათა ფხიზლად შევხვდეთ ახალ წელსაც და იმ რთულ დროსაც, რაც გველოდება. ჩვენ აქ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ სიყვარული, ერთობა, კეთილი სურვილები და ვუთხრათ, რომ ამ ბრძოლაში ყველა ერთად ვართ“, - ამბობს მიშო ჩარკვიანი. 

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ამბობს, რომ ეს არ არის სახალხო ზეიმი, ეს არის სახალხო პროტესტის საახალწლო ღამე.

გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ, ზეიმის განწყობა ისედაც არ მგონია ვინმეს ჰქონდეს. დღეს , ღამის 12 საათზე, ყველა ერტად გამარჯვებას ჩავიფიქრებთ და ჯადოსნური სწორედ ამიტომ იქნება, რომ ეს აუცილებლად აგვიხდება. ჩვენ დასვენებას არ ვაპირებთ და ბოლომდე, ქვეყნის სამსახურში ვდგავართ“, - ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.

 

მსგავსი სიახლეები