რა ბედი ელით ბიზნესმენებს, ვინც ივანიშვილთან ერთად კომპანიებს ფლობენ- ექსპერტების მძიმე პროგნოზი
რა ბედი ელით ბიზნესმენებს, ვინც ივანიშვილთან ერთად კომპანიებს ფლობენ-მეორადი სანქციების საფრთხის ქვეშ არის ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც ივანიშვილთან ერთად სიღნაღში სასტუმროს, ფოთში კი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ფლობს.
ასევე ოფიციალურადაა დადასტურებული ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი რუხაძის ბიზნესკავშირებიც. ამ შემთხვევაში “ქართული ცემენტია“ ის კომპანია, რომელშიც ისინი წილებს ინაწილებენ.
ეს ის მცირე ნაწილია, რომლის გარკვევა საჯარო რეესტრის მონაცემებიდან არის შესაძლებელი, თუმცა არსებობს ივანიშვილის ბიზნეს წილები, რომლებიც გადაფორმებულია მისი ოჯახის თუ გარემოცვის წევრებზეც.
ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს კაშირები დამალული ვერ დარჩება, დასავლური სამყაროს და ამერიკისთვის და მეორადი სანქციების წინაშე დგანან ის ბიზნესმენები, ვისაც პირდაპირი კავშირები გააჩნიათ ივანიშვილთან.
თითქმის ყველა ბიზნესს გარკვეული გადაკვეთა, ფარული თუ კანონიერი ივანიშვილთან აქვს, ასევე არსებობენ მისი ოფიციალური პარტნიორები, რომელთა შორის არის ჩხარტიშვილი, რომელთან ერთადაც ის ფლობს სასტუმროს სიღნაღში და ასევე, მართავენ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიის ზონას. და ასევე ირაკლი რუხაძე, მისი მთავარი დასაყრდენი, პროპაგანდისტი, რომელთან ერთადაც ის ფლობს ქართული ცემენტის მონოპოლისტურ წარმოებას, საიდანაც გერმანული ჰაიდელბერგი გავიდა და ახლა რუხაძე და ივანიშვილი მართავენ.
ივანიშვილთან მოქმედებს მეორეული სანქციების რისკი და შესაძლებელია, თუ ამერიკის ხაზინა მიიჩნევს, რომ ეს ივანიშვილის პერსონალური სიკეთისთვის გაკეთებული საქმეა, ისინი შესაძლებელია, მაინც მოხვდნენ სანქციების ქვეშ. მოგებაზე, ბიზნესზე, საკუთარ რეპუტაციაზე ორიენტირებულ ბიზნესმენებს, მათ შორის რუხაძეს და ჩხარტიშვილსაც აღარ შეიძლება სურდეთ ივანიშვილთან ურთიერთობა და მათთვისაც კეთროვანად გადაიქცევა ძალიან მალე“, - ამბობს ირაკლი აბესაძე.