მკითხეს, ვივლიდი თუ არა კიდევ აქციებზე - სამსახურიდან კიდევ ერთი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს

31.12.24 16:24
მკითხეს, ვივლიდი თუ არა კიდევ აქციებზე - სამსახურიდან კიდევ ერთი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს

სამსახურიდან კიდევ ერთი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აქციაზე დგომის გამო გაუშვეს თამარ ლომიძე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ლომიძე წერს. 

საჯარო სამსახურში ვმუშაობდი, დღეს დამიბარეს და მითხრეს, რომ ხელშეკრულებას არ მიგრძელებენ. (აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.)
წინა დღეებში მკითხეს, რას ვაპირებდი, ვიცვლიდი თუ არა პოზიციას და ვივლიდი თუ არა კიდევ აქციებზე.
ვინც მიცნობთ, იცით, რა იქნებოდა ჩემი პასუხი - თუკი ვთვლი, რომ რაღაც არასწორია, გავაპროტესტებ ყველა პლატფორმაზე, სადაც შემეძლება. 
პროფესიული კუთხით არასდროს არაფერი დამიკლია ჩემი საქმისთვის. იმაზე მეტსაც ვაკეთებდი, ვიდრე საჭირო იყო.
მაქვს უსამართლობის ძალიან დიდი განცდა. 
გულწრფელად ვერ ვხდები, როგორ გინდათ ვინმეს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც აზრის გამოხატვის გამო განთავისუფლებენ სამსახურიდან. 
საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის წევრი! 🇬🇪🇪🇺
მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ამ ამბავს.
აქვე, თავისუფალი ვარ, თუ ვინმეს რაიმე შემოთავაზება გაქვთ", - წერს ლომაძე ფეისბუკზე. 

მსგავსი სიახლეები