"ახალ წელს რომ სახლში შევხვდე, მგონია, ჩემს შვილებს ევროპულ მომავალს წავართმევ" - ქვეყნის მთავარ გამზირზე ბოლო მზადებაა
ახალი წელი თავისუფლებისთვის - ქვეყნის მთავარ გამზირზე ბოლო მზადებაა. ყველაზე მასშტაბური საპროტესტო მარშის მონაწილეები შეკრებას პარალამენტთან ზუსტად 2 საათში დაიწყებენ.
19:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე ელოდებიან ყველას, ვინც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ქვეყნის ევროპულ მომავალს ითხოვს.
ფანტასტიურ გარემოს ვთავაზოვთ აქციის მონაწილეებს და რაც მტავარია, ეს იქნება ამაღელვებლად ლამაზი საღამო. ვისაც შეუძლია, ვთხოვ, რომ სახლიდან წამოიღონ ტკბილეული, რომელსაც შემდეგ გადავცემთ კათარსიზებს თუ საქველმოქმედო დაწესებულებებს. ექიმმა, გიორგი პაპიაშვილმა თქვა ასეთი რამ, რომ ჩვენ აქ გამოვდივართ, არა ახალი წლსი აღსანიშნავად, არამედ ახალი წლის მიუხედავადო და მეც ვეთანხმები. მეც ძალიან მინდა სახლში შევხდე ახალ წელს ჩემს შვილებთან ერთად, მაგრამ მე რომ სახლში ვიყო ჩემს შვილებთან ერთად ვფიქრობ, მათ ხვალ ევროპულ მომავალს წავართმევ", - ამბობს გიგა დათიაშვილი.
დღევანდელი დღის კულმინაცია პრეზიდენტის მიმართვა იქნება. ზუსტად 24:00 საათზე პარალამენტის წინ აქციის მონაიწლეებთან სალომე ზურბიშვილი მივა და ხალხს მიმართავს.