,,ახალი თეატრიც” დღეს ციხეშია და ისიც შენთან ერთად გათავისუფლდება! - მილოცვა ანდრო ჭიჭინაძეს
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ახალ წელს ულოცავს.
,,ახალი თეატრიც” დღეს ციხეშია და ისიც შენთან ერთად გათავისუფლდება! - წერია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გილოცავთ ახალ წელს, ანდრო!
შენ ჩვენთან ხარ და ჩვენ - ქუჩაში ვართ!
ჩვენ არ ვხვდებით ახალ წელს სახლებში!
ჩვენ ვერ ავალთ სცენაზე - შენს გარეშე!
,,ახალი თეატრიც ” დღეს ციხეშია და ისიც შენთან ერთად განთავისუფლდება!
ახალ 2025 წელს - ერთად, თავისუფლებით, ევროპისკენ!#თავისუფლებაანდროჭიჭინაძეს
#თავისუფლებაუკანონოპატიმრებს
#ახალუთეატრი
#ანდროჭიჭინაძე
შეგახსენებთ, რომ მსახიობს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.