პროტესტის ახალი წელი ქვეყანაში - ხალხი რუსთაველის გამზირზე გადის
ჩვენი სახლი რუსთაველის გამზირია - ქვეყანაში სულ სხვანაირი ახალი წელი დგება. ქართველი ხალხი 2025 წლის შესახვედრად დროს ერთად აითვლის იმ ადგილიდან, რომელიც თავისუფლების ტერიტორიად იქცა. საქართველოს მოქალაქეები, ვინც რეჟიმმა ვერაფრით გატეხა ისევ ერთად დგანან. პროტესტის ახალი წელი ქვეყანაში და ბრძოლა გამარჯვებამდე
ეს არის ის შემთხვევა როდესაც ათასობით მოქალაქე ახალ წელს გარეთ შეხვდება, ოღონდ სულ სხვა მისიით- დაწყებული ბრძოლა მიიყვანონ ბოლომდე. ეს ქვეყანა არ დაუთმონ რეჟიმს, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს ართმევს და საკუთარ მოქალაქეებს სისხლიან დღეებს უწყობს. ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა, რომელიც მხოლოდ მათი და საქართველოს გამარჯვებით უნდა დასრულდეს.
"ეს არის ერთგვარი დემონსტრაცია იმისა, რომ აალი წელი კი არის, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვიხალისებთ, რადგან რეჟიმის პატიმრები ციხეში არიან. სანამ ისინი არ გათავისუფლდებიან, ვერავინ ვერ ვიქნებით თავისუფასლნი. აქ გაკეთდება დიდი სუფრა და ექნება ამ ყველაფერს აქციის ფორმა", - ამბობს მსახიობი დათა ჩაჩუა.