"რუსული ჰიბრიდული ომი ვერ მოგვერევა" - ილო ბეროშვილი ახალ წელს ოჯახთან ერთად რუსთველის გამზირზე ხვდება
მსახიობი ილო ბეროშვილი ოჯახთან ერთად ახალ წელს რუსთველის გამზირზე ხვდება - მისი თქმით, ხალხი არ დაიღლება, და 2025 წელს უფრო მედგრად და უფრო მეტი სიძლიერით შეუდგება ევროპული მომავლისთვის ბრძოლას.
ილო ბეროშვილი სოლიდარობას უცხადებს ყველა უკანონოდ დაკავებულ პატიმარს და ამბობს, რომ რეჟიმს მათი გათავისუფლება მალე მოუწევს.
2025 წლისგან პირველ რიგში ვისურვებდი, რომ ეს ურთიერთგაგება და ურთიერსიყვარული, რაც აქციებზეა, კიდევ უფრო გაიზარდოს. რუსული ჰიბრიდული ომი, ძალიან გამომფიტავია, უბრალოდ ჩვენ, ხალხი, გამოვდექით ძალიან ძლიერები, ამიტომ ეს ჰიბრიდული ომი ვერ გვერევა. ამ ყველაფერს ვუძლებთ შემდეგი რამის ხარჯზე: ესაა ხალხის სიმართლე, მეორე, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დასავლელ პარტნიორებთან ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ყველაფერი რეაგირების გარეშე არ დარჩეს. მე ვისურვებდი, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ღირსეული, დამოუკიდებელი, განვითარებადი, ჩვენ ვიბრძვით გაერთიანებისთის და პოლარიზაციის დასრულებისთვის. მე დარწმუნაბული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ მედგრად უნდა ვიყოთ. ასევე, სოლდიარობა ყველა პატიმარს, რომელიც უკანონოდ არის დაჭერილი, სოლიდარობა ჩემს ძმაკაცებს, რეზო კინაძეს, ოკმელას და ყველას, ვინც იქ არის". - ამბობს ილო ბეროშვილი.