"შვილო, მხნედ იყავი, ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს" - ზვიად ცეცხლაძის მშობლები ახალ წელს გლდანის ციხესთან შეხვდებიან
ზვიად ცეცხლაძის მშობლები ახალ წელს გლდანის ციხესტან შეხვდებიან. დაკავებულიო აქტივისტის დედა შვილს მხნედ ყოფნისკენ მოუწოდებს და "ტვ პირველის" პირდაპირი ეთერიდან ეუბნება, რომ მისი ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
ჩემს შვილს ვეტყვი, იყოს მხნედ და აქედან მივულოცავ ახალ წელს. სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს. ძალიან კარგი სურვილები უნდა ჩავიფიქრო დღეს, რომ ჩვენი ქვეყანა ტყვეობისგან გათავისუფლდეს და ევროპულ გზას გავუდგეთ. 2025 წელს კარგ რაღაცებს ველოდები სხვათაშორის, არ ვარ დართგუნული, ეს ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ეს უკვალოდ არ ჩაივლის. მივმართავ ზვიადს, რომ ძალიან მიყვარს, მენატრება, ჩემო შვილო, შენი სურვილები 100%-ით თუ არა 90%-ით რომ შესრულდება ნამდვილად ვიცი", - ამბობს ცეცხლაძის დედა.
"დაფიონის" დამფუძნებლის მამა ამბობს, რომ გლდანის ციხესთან მას შემდეგ შეუერთდება მეუღლეს, რაც რუსთველის გამზირზე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას მოისმენს.
ოჯახს ასე გვქონდა გადაწყვეტილი, რომ ორივე უნდა შევხეროით ახალ წელს გლდანის ციხესთან, მაგრამ შემდეგ დაიგეგმა, რომ პრეზიდენტი უნდა მოვიდეს, შესაბამისად მე დავრჩები რუსთაველზე, ჩემი ცოლი წავა ციხესთან. როდესაც პრეზიდენტის მიმართვა დასრულდება, ყველა პატიმრის მშობლები გადავინაცვლებთ ციხესთან", - ამბობს ცეცხლაძის მამა.
ცნობისთვის, "დაფიონის" ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს დააკავეს - უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩხრეკის დროს ის სახლში აბსოლუტურად მარტო იყო. ახალგაზრდას მობილური ტელეფონიც არ ჰქონდა, რომ მის სახლში მიმდინარე პროცესები გადაეღო.
ზვიად ცეცხლაძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდებას ედავება, რაც 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.