რა შედეგი დადო ხალხის უწყვეტმა პროტესტმა?

31.12.24 20:52
რა შედეგი დადო ხალხის უწყვეტმა პროტესტმა?

რა შედეგი დადო ხალხის უწყევატმა პროტესტმა - ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და ხალხმრავალი პროტესტი,  რომელიც რეჟიმისთვის ნამდვილ განსაცდელად იქცა.  

არჩევნებიდან ორი თვის შემდეგაც კი ივანიშივილის რეჟიმს არ მიუღია, არც ევროკავშირის, არც კანადის, არც დიდი ბრიტანეთის და არც ამერიკის შეერთებული შტატების აღაირება. უფრო მეტიც, ივანიშივლის რეჟიმის წინააღმდეგ დასაცლური სამყარო უფრო მეტ სადამჯელო ინსტურმენტს იყენებს, რომ პრორუსული მთავრობის რეპრესიებისგან ქართველი ხალხი დაიცვას!

დასაქნცირებულია ბიძინა ივანიშვილი - შეერთებუილმა შტატებმა ერთდროულად ფინანსური და სავიზო სანქციები აამოქმედა. გაყინეს ივანიშივლის ნახევარ მილიარდზე მეტის აქტივი. შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშივლი დაასანქცირა, რუსეთის დავალებით საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის გამო. ბიძინა ივანიშივლსა და რუსეთის აგენტს შორის ამერიკამ ტოლობის ნიშანი დასვა, ყველაფრისთის სახელის დარქმევა სწორედ, ქართველი ხალხის პროტესტის შედეგია. 

ჯამში, ქართული ოცნების რეჟიმის 200-მდე ლიდერს შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნებმა, სანქციები დაადეს. ექვსმაგი სანქციების ქვეშ არის შს მინისტრი ვახტანგ გოემლაური, შეერთებულმა შტატებმა ქართველი ხალხის დარბევა და წამება მას არ აპატია, გომელუარი და მთელი მისი დამრბევთა რაზმის მეთაურები მაგნიტცკის სიაში ჩასვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ისინიც და მათი ოჯახის წევრებიც ცივილიზებული სამყაროსგან სრულად მოწყვეტილები იქნებიან. ხალხის წამების და არაადამიანური მოპყრობის გამო გომელაური ბრიტანული სანქციების სამიზნეც გახდა. მასთან ერთად დასანქცირდა გომელაურის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სპეცრაზმის შეფი "ხარება", მისი მოადგილე მილერი ლააგზაური და სულხან თამაზაშვილი- ყველა ვინცცც რუსთაველის გამზირზე ხალხს არბევდა და აწამებდა.

მალე, შეერთებული შტატების კონგრესშიი დაინიცირდება „არაღიარების აქტი“, რომელსაც კონგრესის პირველივე სხდომაზე ტრამპის გუნდის გავლენიანი წევრი ჯო  უილსონი წარადგენს. ასეთი რამ პირველად ხდება საქართველოს ოსტირიაში როდესაც მმარველი გუნდი რეჟიმად ცხადდება და ის ვერ მოპოვებს ხალხის აღირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ აქტი მხარდაჭერის შემთხვევაში,  სანქცირებული ივანიშვილის მთავრობაა ოფიციალურად არალეგიტიმურ ძალად გამოცხადდება.

რა შედეგი გამოიღო უწყვეტმა აქციებმა - მოქმედებაზე გადავიდა ევროკაშირიც. ბრიუსელმა სანქციები დაუწესა დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მქონე პირებს. ახლა სავიზო სანქციების ქვეშ ივანშვილის გუნდის ასობით ჩინოვნიკიაა. ისინი ვეღარ შეძლებენ დიპლომატიური პარპორტის პრივილეგიებით ისარგებლონ და ევროპის ქვეყნებში გადასაადგილება მათ ჩვეულევრივი წითელი პასპორტით მოუწვთ. ვიზების მისაღებად საელჩოების გრძელ რიგებში  ჩადგებიან, თუ ვიზას მიიღებენ, მათ წინააღმდეგ შენგენის ზონაში გაორმაგებული კონტროლი დაწესდება.  თუმცა, ეს სულ არ აროსს, ბრიუსელი ოლიგარქის წიანაღმდეგ ინდივიდუალუჯრი სანქციების დაწესებაზე ახლაც მუშაობს. 

საქართველოს ისტორიაში  დიდი პროტესტის შედეგი, ბიზნესის უპრეცედენტო ამბოხებაა, პირველად 2100-ზე მეტი კომპანია ხელისუფლებისგან ითხოვს ახალ არჩევნებს, ასე ხმამაღლა ბიზნესის ხმა საქართველოში არასდროს ისმოდა. 

ხალხის პროტესტის შედეგად ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალური სანქციების დაუწესეს რეჟმის მინისტრბს და მაღალჩინოსნებს.  ერთმანეთს მიყლებით ევროკავშირის წევრი ქვეყები მოითხოვენ, რომ საქართველო ჩატარდეს ახალი არჩევნები. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები ჩეხეთი ნორდიკული ქვეყნები ყვლა ამ მოთხოვას უერთდებამ. 

დეტალები ნახეთ, ინა ცრციძის რეპორტაჟში.