ეს მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის, საქართველო არის ჩვენი სახლი და არ დავთმობთ - კახა კინწურაშვილი

31.12.24 21:17
ეს მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის, საქართველო არის ჩვენი სახლი და არ დავთმობთ - კახა კინწურაშვილი

ეს მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის, საქართველო არის ჩვენი სახლი და არ დავთმობთ - ამის შესახებ მსახიობმა, კახა კინწურაშვილმა, "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

კინწურაშვილი რუსთაველის გამზირზე დგას და სწორედ იქ შეხვდება ახალ წელს.

მსახიობი ამბობს, რომ 2025 წელს ივანიშვილის რეჟიმი "წელში გადატყდება" და ქართველი ხალხი აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას.

2025 წელს ვისურვებდი სამართლიანობას, მშვიდობას, ყველა რეჟიმის პატიმრის გათავისუფლებას, ახალ არჩევნებს, და ამ ქვეყნის სწორი მიმართულებით წასვლას, იმიტომ, რომ ამისთვის ბევრმა ადამიანმა გაიღო მსხვერპლი და ეს მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის. ძალიან რთული 2024 წელი გვქონდა და იმედი მაქვს 2025 წელი იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვების წელი და ბოროტება, რომელიც ათეულობით წელია ჩვენს სახელმწიფოს თავზე აზის, ვგულისმობ რუსეთს და მის მმართველობას, ეს საბოლოოდ გადატყდება, იმიტომ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ დიდი გზა გაიარა, ჩვენი საზოგადოება ფხიზელია, ძლეირია და შესაბამისად გამარჯვებაც გველოდება, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე. საქართველო არის ჩვენი სახლი და არ დავთმობთ", - ამბობს კახა კინწურაშვილი.