გამსახურდიას თანაგუნდელი აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს: "გარეწრებო და საჭურისოებო"
რუსთაველის გამზირზე დღეს ახალ წელს ხვდება ის თაობაც, რომლებიც წლების წინ ზვიად გამსახურდიასთან ერთად იდგნენ და სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.
ადამიანი, რომელიც 1992 წელს პარლამენტში ქვეყნის პირველ პრეზიდენტთან ერთად შეხვდა, ახალგაზრდების განსაკუთრებულ როლზე საუბრობს. ის ასევე მიმართავს
აფხაზეთის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს ხმოსნებს, რომლებმაც ხმა ივანიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატს მისცეს.
მოქალაქე მათ "გარეწრებად" მოიხსენიებს:
ამ შენობაში 1992 წლის ახალ წელს ზვიად გამსახურდიას მთავრობასთან ერთად შევხდი. მაშინ რადიოთი იყო მიმართვები და მივმართეთ ჩვენს ხალხს, დღეს ვიტყოდი, რომ ისეთი თაობა მოვიდა, იმედი მაქვს, ამ თაობის მერე, ჩვენ აქ დგომა არ დაგვჭირდება, ინმიტომ, რომ 92 წლის შემდეგ, ისევ აქ ვდგავარ. რახან ესენი გამოვიდნენ და ასეთი შესანიშნავი ახალგაზრდობა გვყოლია, აწი მე არ მეშინია არაფრის. მინდა მივმართო აფხაზეთის ე.წ. ხმოსნებს, ხმოსნებო, თქვე გარეწრებო, აფხაზეთი ხომ გაყიდეთ და ჩააბარეთ, ახლა საქართველო ჩააბარეთ. ერთმა ქალმა, ადა მარშანიამ გაჯობათ თქვენ, საჭურის მამაკაცებს. ბიძინას რა უნდა ვუთხრა, ბიძინა მემგონი გათიშულია საერთოდ, ის რეალობიდან არის გასული. მე როგორც ექიმი, ვაფასებ მას, რომ არის ის არის ფსიქიური ავადმყოფი, ისე როგოროც მის გვერდით მდგომი პრემიერი და სხვა დანარჩენი". - ამბობს აქციის მონაწილე.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ პარლამენტში გამართულ იმიტორებულ არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა.
მან საარჩევნო ყუთში ცარიელი ბიულეტენი ჩააგდო.
მისი თქმით, ყაველაშვილის წარდგენით “ქართულმა ოცნებამ” ზიანი ქვეყანასაც მიაყენა და საკუთარ თავსაც.
შეგახსენებთ, არაღიარებულ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ორმა ხმოსანმა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თემურ მჟავიამ და ზურაბ ჯგუბურიამ.