"რაღაც ფურცელი მომივიდა არალეგიტიმური მინისტრის ხელმოწერით" - საგარეო საქმეთა სამინისტროდან თანამშრომელი გაათავისუფლეს

31.12.24 21:43
"რაღაც ფურცელი მომივიდა არალეგიტიმური მინისტრის ხელმოწერით" - საგარეო საქმეთა სამინისტროდან თანამშრომელი გაათავისუფლეს

საგარეო საქმეთა სამინისტროდან თანამშრომელი გაათავისუფლეს - ალექსანდრე გოგოლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ არალეგიტიმური მინისტრის ხელმოწერით გათავისუფლების ფურცელი მიუვიდა. 

ერთი წამით არ დანებდეთ! წინ დიდი გამარჯვება გველის! - ამბობს უწყებიდან გათავისუფლებული თანამშრომელი 

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!
ვეჭვობ, ეს წელიც სავსე იქნება გამოწვევებით. დიდი იმედებით ვხვდები!
P.S. რაღაც ფურცელი მომივიდა, სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე, ვიღაც არალეგიტიმური მინისტრის ხელმოწერით (ვინც არ იცის, პირველი მაისიდან ისედაც ჩამოშორებული ვიყავი საქმიანობას და დიდი ხანია, რაც ვუჩივლე სამინისტროს სასამართლოში).
მეგობრებო! ვისაც ანალოგიური შეტყობინება მოგივიდათ, ან ელით ახალი წლის ამ ფორმით მოლოცვას! 
ერთი წამით არ დანებდეთ! წინ დიდი გამარჯვება გველის!
და გახსოვდეთ:
"There can be no tyrants where there are no slaves." - Jose Rizal"- წერს გოგოლაძე.