ასეთ ჯადოსნურ სახალხო ზეიმზე არ ვყოფილვარ, 2025 ჩვენი გამარჯვების წელი იქნება - ნოდიკო ტატიშვილი რუსთაველის გამზირზეა
ნოდიკო ტატიშვილი ახალ წელს, რუსთაველის გამზირზე ხვდება. მომღერალი ამბობს, რომ ასეთ ჯადოსნურ სახალხო ზეიმზე არასოდეს ყოფილა, სადაც ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ათასობით, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ადამიანი იქნებოდა.
მე ასეთ ჯადოსნურ სახალხო ზეიმზე არ ვყოფილვრ. იმხელა სუფრაა გაშლილი არ იცით. თან ამ ყველაფერს ის ხიბლი აქვს, რომ ხდება თვითორგანიზებით. ყველა ადამიანი, თავისი ინიციატივით, სულით, გულით მოდის აქ და მე ნამდვილად მჯერა, რომ 2025 წელი იქნება ჩვენი გამარჯვების წელი. სხვანაირად, უბრალოდ გამორიცხულია. ამდენი ადამიანის გულანთებული პროტესტი გამარჯვების გარეშე არ დასრულდება. მინდა საპატირმოებში მივულოცო ახალი წელი ამ რეჟიმი ტყვეებს, თქვენ მალე ჩვენთან იქნებით", - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.