მაკრონი: საქართველოსა და რუმინეთში არჩევნების მანიპულირება აჩვენებს, რომ დემოკრატიის სწორი ფუნქციონირება არასოდეს არ არის გარანტირებული
საახალწლო მილოცვაში, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოსა და რუმინეთის არჩევნებზე საუბრობს. მაკრონი ხალზს უსვამს მანიპულირებას, რომელიც მისი თქმით, აჩვენებს, რომ ჩვენი დემოკრატიის სწორი ფუნქციონირება არასოდეს არ არის გარანტირებული.
"ომები უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთში არ არის შორეული კონფლიქტები. პირდაპირ გვეხება და ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენს ერთიანობას, ჩვენს ეკონომიკას. სირიის უახლესი მოვლენები, მოლდოვაში არჩევნების მანიპულირება, საქართველოსა და რუმინეთში არჩევნების მანიპულირება, ტერორისტული თავდასხმები ევროპაში და ჩვენს სამეზობლოში აჩვენებს, რომ ჩვენი დემოკრატიის სწორი ფუნქციონირება არასოდეს არ არის გარანტირებული," - განაცხადა მაკრონმა. (მთავარის თარგმანი)