ჯადოსნური და გამარჯვების ახალი წელი პარლამენტის წინ - მთავარ გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა
2024 წლის 31 დეკემბერს საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა. ასეთი ერთიანი ქვეყანა არასდროს ყოფილა. პროტესტის 34-ე დღეს ქუჩაში გამოსულმა ადამიანებმა პროტესტის ახალი წელი მოაწყვეს და თითქმის, კილომეტრ-ნახევრიან სუფრასთან, მთელი საქართველო შეიკრიბა.
ახალ წელს ხალხთან ერთად ქუჩაში იდგა პრეზიდენტი. ქვეყნის ერთადერთმა ლეგიტიმურმა ხელმძღვანელმა ჯერ საქართველოს მოსახლეობას მიმართა და შემდეგ ხალხთან ერთად საახალწლო სუფრას შეუერთდა. იყო მრავალჟამიერი და სუხიშვილების ცეკვა.
ხალხის ეს ბრძოლა გამარჯვებით დასრულდება- ეჭვი არ ეპარება საქართველოს პრეზიდენტს, რომლის პოლიტიკური მოთხოვნები ყველასთვის ცნობილია: თავისუფლება პოლიტპატმრებს და ახალი არჩევნების დანიშვნა ქვეყანაში.
ახალი წლის საღამოს ჩაფიქრებული სურვილები ასეთი საერთო და მასშტაბური არასდროს ყოფილა. ყველას სურვილი, ვინც რუსთაველზე იდგა ერთადერთია ქვეყნისა და მებრძოლი ხალხის გამარჯვება რეჟიმის წინააღმდეგ.
რუსთაველის გამზირზე იდგნენ ხელოვანები, ვინც ახალ წელს საკონცერტო პროგრამები გააუქმა და ხალხთან ერთად დგომა ამჯობინა. ყველა კუთხეში იყო სიმღერა და პერფორმანსი. ასეთი უჩვეულო ახალი წელი არავის ახენდება.