ხელში სანთლები და საქართველოს ჰიმნი - მოქალაქეების ნაწილი და პოლიტპატიმრების მშობლები ახალ წელს გლდანის ციხესთან შეხვდნენ
გლდანის ციხესთან ახალი წლის ღამეს შეკრებილი ამდენი ადამიანი ჯერ საქართველოს არ ახსოვს. მოქალაქეების ნაწილი და პოლიტპატიმრების მშობლები ახალ წელს იმ საპყრობილესთნ შეხვდნენ, სადაც ივანიშვილის რეჟიმმა პოლიტპატიმრები გამოკეტა. ზუსტად 12 საათზე, ისმოდა შეძახილები, რომ საკანში მყოფ ადამიანებს მხარდაჭერის ხმები გაეგონათ.
თვალზე ცრემლი, ხელში სანთელი, საქართველოს ჰიმნი და ციხის გისოსებთან შეკრებილი რეჟიმის უკანონო პატიმრები, მიუხედავად იმისა რომ “ქართულმა ოცნებამ“ ახალგაზრდები გისოსებს მიღმა გამოკეტა, დედები, რომლებიც ახალ წელს შვილებთნ ერთდ ვერ შეხვდნენ, საკუთარი შვილების სიმამაცით ამაყობენ.
ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის ქუჩაში გამოსული 51 ადამიანი ციხეში ჩასვა. მათი ოჯახის წევრები ამბობენ რომ, ეს არის დიდი ბრძოლის ნაწილი, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა მოიგოს.