კალაძის მორიგი ტყუილი - იმიტირებულ საახალწლო კონცერტზე ტაშიც კი ჩაწერილი იყო
თბილისის მერის მიერ დაანონსონსებული შეხვედრა თბილისებთან არ შედგა. კახა კალაძე მთელი დღე მალავდა, სად გაიმართებოდა დედაქალაქის ცენტრალური კონცერტი. ღამის 12 საათზე კონცერტის ჩვენება სამთავრობო არხებმა დაიწყეს. გამოჩნდა მერიც საახალწლო მილოცვით, თუმცა რამდენიმე წუთში “პირველებმა“ დააფიქსირა, რომ ეს იმიტირებული ზეიმი იყო.
გაირკვა, რომ ხალხის პროტესტით შეშინებულმა ხელისუფლებამ კონცერტი რამდენიმე დღით ადრე, წინასწარ ჩუმად ჩაწერა, სადაც არც ხალხი იყო და არც წინასწარ მიყვანილი პარტიული გულშემატკივარი.
ცერემონიების სასახლის დაცვის თანამშრომელი გვიდასტურებს, რომ ახალი წლის ღამეს აქ არანაირი ღონისძიება არ გამართულა. ეს კადრებშიც ცხადად ჩანს. სასახლე ჩაბნელებულია და ეზოში ერთი კაციც კი არ დადის. ამ დრომს კი სამთავრობო არხები აჩვენებენ, რომ თითქოს აქ ზეიმია.
მეტი დრამატურობისთვის ისმის ტაშიც, თუმცა ვინ არის აპლოდისმენტების ავტორი რთული გასაგებია. მომღერლების გარდა ჩაწერილი კონცერტის კადრებში ერთი მაყურებელიც კი არ ჩანს. მალევე ირკევა, რომ ყველაფერი იმიტაცია იყო.
მერიის ღონისძიებას, რომელიც 85 წუთამდე გაგრძელდა, ზუსტად 23:59 საათზე დაიწყო. სამთავრობო მედია უჩვენებდა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის პარალელურად საზეიმო ღონისძიება იმართებოდა.
“პირველების“ ჯგუფი ინფორმაციის გადასამოწმებლად სააკაშვილის რეზიდენციაში ზუსტად 12 საათსა და 35 წუთზე მივიდა, თუმცა შენობა ჩაბნელებული დახვდა.